პოლიტიკა
ზვიად სიჭინავას დასარეგისტრირებლად საინიციატივო ჯგუფმა 2 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა
ზვიად სიჭინავას ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი შეგროვებულ 1800-ზე მეტ ხელმოწერას 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს შეიტანს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა გია ტუღუშმა უთხრა.

კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა კი განმარტა, რომ ჯერჯერობით, არცერთ საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერები არ წარმოუდგენია და კანდიდატის დასარეგისტრირებლად არცერთ პარტიას მიუმართავს.

დამოუკიდებელ კანდიდატებს ხელმოწერების შეტანის ვადა 9 აპრილის 6 საათამდე აქვთ, რის შემდეგაც, სამი დღის განმავლობაში ოლქი სპეციალურ პროცედურებს გაივლის. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი კანდიდატის დარეგისტრირება.

Print