ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული შამგონას მკვიდრი გაათავისუფლეს (ვიდეო)
შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსის სამხედროების მიერ დაკავებული გელა როსტობაია გაათავისუფლეს. ის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანქანით ენგურის ხიდზე რამდენიმე წუთის წინ გადმოვიდა.

როგორც როსტობაია ამბობს, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

„მე არავითარი საზღვარი არ გადამიკვეთავს, მაგრამ, ალბათ, თვითონ თვლიან, რომ გადავკვეთე და ამიტომ დამაკავეს“, - აღნიშნა ოკუპირებული გალიდან გადმოსულმა საქართველოს მოქალაქემ.

როსტობაიას ოჯახის წევრების გარდა, ენგურის ხიდზე დახვდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, ვიცე-მერი გიორგი შენგელია და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები. ოჯახმა ხელისუფლებას ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

შამგონას მკვიდრი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 5 აპრილს დააკავეს. ის გალის იზოლატორში იყო მოთავსებული.


Print