ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი პროტესტის შემდეგ პროკურატურაში შეხვედრაზე შევიდა
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც მერიას მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში პროკურორს ხვდება. ის შეხვედრაზე მას შემდეგ შეიყვანეს, რაც პროკურატურის წინ აქცია გამართა. მიქავა ამბობს, რომ მას მერია ჯარიმას სამი მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობით ედავება, რაც, ბიზნესმენის თქმით, არაკანონიერია.

„აქ მოვედი იმის დასაზუსტებლად, ნამდვილად დაავალა თუ არა პროკურატურამ მაიზერ ნანავას, რომ ჩემთვის ჯარიმის დასაკისრებლად სარჩელი სასამართლოში შეეტანა. ამასთან ერთად მოვითხოვ ჩემს დაზარალებულად ცნობას“, - აღნიშნა მიქავამ.

საკუთარი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ის ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებს და პირის ამოკერვით იმუქრება.

„დღესაც ვაპირებდი, მაგრამ გუშინ შევხვდი მეუფეს და მთხოვა, რომ დაველოდო და არ მივმართო პროტესტის ამ ზომას. მითხრა, ლოცვითა და მოლაპარაკებებით მიაღწიე შედეგსო“, - უთხრა ჟურნალისტებს ბიზნესმენმა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მიქავა და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი ქუჩაში დახვდა და პასუხი მოსთხოვა პირგასამტეხლოს გამო. ის ამბობს, რომ სასამართლოში შეტანილი საჩივარი კანონიერია და ბიუჯეტმა აღნიშნული თანხა არ უნდა დაკარგოს.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისს დააკმაყოფილა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს „აკვაპარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე კომპანიის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სწორედ მათი შეუსრულებლობა ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც მერიამ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა და საქმე ახლაც მიმდინარეობს", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.