რეგიონი
დამოუკიდებლობის მარში - გიგა მაქარაშვილი გორიდან მესტიამდე ფეხით ჩავა
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთხელ გააპროტესტებს და ამჯერად გორიდან მესტიამდე ფეხით ჩავა. ის სიმბოლურად მსვლელობას ხვალ, 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს დაიწყებს და 26 მაისს დაასრულებს.

სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიების მიხედვით, მაქარაშვილი ამ ხნის განმავლობაში 50-მდე ქალაქსა და 400-მდე სოფელს გაივლის.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი 13 დღიანი ფეხით მსვლელობის შემდეგ ენგურის ხიდზე სწორედ 27 სექტემბერს ჩავიდა. ამ ფორმით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. ჟურნალისტმა და აქტივისტმა თბილისიდან ენგურის ხიდამდე 360 კილომეტრზე მეტი ფეხით გაიარა.
Print