ახალი ამბები
ორსანტია-ოტობაიის ადმინისტრაციულ საზღვართან მიცვალებულის გამოსვენებას ელოდებიან (ფოტო)
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი  ნათესავის, 69 წლის მამაკაცის გამოსვენებას ახლობლები ორსანტიაში, მდინარე ენგურის ნაპირზე ელოდებიან.

გაღმა ნაპირიდან კარგად ჩანს სახლი, საიდანაც გარდაცვლილი უნდა გამოასვენონ.

მიცვალებულის ბიძაშვილმა "ათინათს" უთხრა, რომ ცხედარს, სავარაუდოდ, ხიდთან აღარ გამოატარებენ, რადგან რუსები ამის უფლებას ოჯახს არ მისცემენ.

"გლეხმა ხალხმა რა ვქნათ? არ უნდა დავიტიროთ ? სადაა ის ლტოლვილთა მინისტრი? რომ გამოდის ქალბატონი - აქ არ უნდა იყოს ? აქედან ვუყურებ ჩემი სისხლის და ხორცის დასაფლავებას", - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილი მამაკაცის ნათესავმა, რომელიც ქუთაისიდან ჩამოვიდა. 

ადგილზე მიცვალებულის რამდენიმე ნათესავი იმყოფება.


ფოტო: რადიო "ათინათი"

ამავე თემაზე: კადრები გაღმა ნაპირიდან - მავთულხლართით გაყოფილი სამგლოვიარო პროცესია
Print