რეგიონი
რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 56,680 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. კონტროლის ღონისძიებები 29 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print