რეგიონი
უკრაინელ სტუმრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოცდილება გაუზიარეს (ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, ასევე, ქალაქ მარიუპოლისა და ბერდიანსკის საბჭოების წარმომადგენლებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით საკუთარი გამოცდილება გააცნეს.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერის ეკა გვალიას თქმით, ვიზიტის მიზანია ქართველი კოლეგებისგან წარმატებული მაგალითების, გამოწვევებისა და შეცდომების გაზიარება.

„უკრაინელი სტუმრების ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოს გამოცდილების გაზიარების გზით იძულებით გადაადგილებულ პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, რაც ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას, მშვიდობისა და ნდობის აღდგენას“, - აღნიშნა გვილიამ.

მანამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიზერ ნანავამ და მარიუპოლის ქალაქის საბჭოს სახელმწიფო მდივანმა სტეფან მახსმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

Print