რეგიონი
შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ
შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურებრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.


ამავე თემაზე:

სანდრა რულოვსი: მთელი დღის განმავლობაში დაგვყვებოდნენ პოლიციელები
Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
გადეცემის თემა -  COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მე-3 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
კორონავირუსი
როგორც რუხის კლინიკა, ისევე გორის ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში
„ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ ონლაინ გამოკითხვას იწყებს, რომლის მიზანია შეფასდეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული
გუდაუთის საავადყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
საზოგადოება
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები.
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება.
რუსეთის ქალაქ ყაზანის ,,რუბინის“ 19 წლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ წალენჯიხაში მცხოვრებ შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, ხანდაზმულ მარტოხელებს და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა.
დღის სიახლეები
27 / მაისი 2020
როგორც რუხის კლინიკა, ისევე გორის ჰოსპიტალი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში
27 / მაისი 2020
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უპატრონო ძაღლების პრობლემაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივ ვეტერინარებთან იმსჯელა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 22 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.