რეგიონი
ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის წუხელ დაკავებული გაერთიანებული ოპოზიციის წევრის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესი დაიწყო. დაკავებული თავს დამანაშავედ არ მიიჩნევს და პროვოკაციაში ზუგდიდის პოლიციის უფროსს ირაკლი ფაცაციას ადანაშაულებს.

„თავს დანაშავედ არ მივიჩნევ. ეს იყო პოლიტიკური პროვოკაცია ზუგდიდის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მხრიდან. არ მიმიყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციისთვის, არ არსებობოს ამის დამადასტურებელი კადრები. ჩემთვის ვიდექი და მანქანიდან გადმოსული ფაცაცია მე მომივარდა. მიზეზს, ალბათ, სასამართლო დაადგენს. იმედი მაქვს, სასამართლო გამათავისუფლებს“, - უთხრა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჩხეტიამ.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან მობილიზებულია პოლიცია. აქვე იმყოფებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები. სხდომას ესწრება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსიც.

ამავე თემაზე:

სანდრა რულოვსი: ვითხოვთ ჩხეტიას გათავისუფლებას ყოველგვარი სანქციის გარეშე (ვიდეო)




Print