რეგიონი
ზუგდიდში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ზუგდიდი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის კვლევებზეა გადაყვანილი.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მოხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print