ახალი ამბები
სანდრა რულოვსი: სასამართლოზე გამოჩნდა, რომ მართლები ვართ
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის განცხადებით, ენმ-ს მხარდამჭერის მანუჩარ ჩხეტიას სასამართლო პროცესზე ჩანდა, რომ ის მართალი იყო. მისივე თქმით, ბრალდების მხარე მხოლოდ იტყუებოდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა.

"ყველანაირად ჩანდა ამ პროცესის განმავლობაში, რომ მართლები ვიყავით. პოლიციელი ტყუილს ტყუილზე ამბობდა და თავის თავს ეწინააღმდეგებოდა. ჩვენ დარბაზში ვერ შევიკავეთ რეაქცია. ცხადი იყო ეს სპექტაკლი. მთავარია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას და ვერავინ ვერ გაგვაჩერებს", - აღნიშნა რულოვსმა ჩხეტიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 19 აპრილამდე გადაიდო.

ამავე თემაზე:

მანუჩარ ჩხეტია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
Print