ახალი ამბები
ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, დედის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა აქვს.

„კითხვები მაქვს, თუ როდის დასრულდება გამოძიება. 50-ზე მეტი მოწმე გამოკითხეს და მაქვს კითხვები, რას უნდა ველოდო. გარდა ამისა, ვითხოვ საქმის მასალების გაცნობას. როგორც ამბობენ, პირად კონტროლზე ჰყავთ ეს საქმე აყვანილი, თუმცა ამ დრომდე არათუ კითხვებს არ გაეცა პასუხები, საქმის მასალებსაც კი არ მაცნობენ. შესაბამისად, ვითხოვ შეხვედრას საქართველოს გენერალურ პროკურორთან“, - ამბობს ბაჩანა შენგელია.

შენგელია დედის საქმეზე სარჩელის შეტანას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე  განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებდა. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავე თემაზე:
ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან
Print