ახალი ამბები
სოხუმიდან ნარჩენებს დროებით გალში გაიტანენ
სოხუმსა და გალის რაიონს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგად, ნარჩენებს სოხუმიდან გალის პოლიგონზე გაიტანენ. ამის შესახებ “ნუჟნაია გაზეტას“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა საველი ჭითანავამ განუცხადა.

„ეს დროებითი ზომაა, ნაგავსაყრელისთვის ადგილი უკვე შერჩეულია გულრიფშის რაიონში, იქ უნდა ჩატარდეს გეოლოგიური კვლევები. ამ თვალსაზრისით დაცული იქნება ყველა შესაბამისი სანიტარული ნორმა“, - განაცხადა ჭითანავამ.

თავის მხრივ, გალის რაიონის „ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ეს წინადადება მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე სოხუმისთვის.

„ჩვენ დიდი ხანია ვეძებთ შესაძლებლობას, რომ მოვაწესრიგოთ ჩვენი ნაგავსაყრელი, რადგან საქონელი არ მოხვდეს იქ. ეს ჩვენთვის დიდი პრობლემაა... რაც შეეხება ეკოლოგიურ შემადგენელს, თავის დროზე ჩვენთან უნდა მოწყობილიყო პოლიგონი და გვაქვს ეკოლოგების დადებითი დასკვნა. ეს პროცესი მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლების გამო შეფერხდა...“, - განაცხადა ნადარაიამ.

სოხუმში, მაიაკის რაიონში არსებული ნაგავსაყრელი უკვე ათი დღეა არ მოქმედებს, ადგილობრივი მცხოვრებლები მოთხოვნით. ქალაქის კომუნალური სამსახურები რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩენებს საკუთარი ფარეხის ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.


Print