ახალი ამბები
ზუგდიდელმა სერგო ყურაშვილმა 60 კილოიანი ლოქო დაიჭირა
ზუგდიდელმა  სერგო ყურაშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მდინარე ტეხურაში 60 კილოიანი ლოქო ანკესით დაიჭირა. მისმა შვილმა  რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ლოქოს სიგრძე მეტრი და 80 სანტიმეტრია.

„მდინარე ტეხურაზე ვთევზაობდით, ახალსოფელში. ღამისთევით ვიყავით, მთელი ღამის განმავლობაში ვერ დავიჭირეთ, მეორე დღეს  პირველი საათისთვის დაიჭირა მამაჩემმა. დაახლოებით 200 მეტრში ვთევზაობდი მეც. დამირეკა, თევზი დავიჭირეო და ამოყვანაში დავეხმარე.  ჩვენი პირველი რეკორდი 30 კილო იყო, ახლა გავაუმჯობესეთ. მეორე თუ დავიჭირეთ, ნათქვამია, რომ გავუშვებთ“, - ამბობს მამუკა ყურაშვილი.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ანკესით თევზჭერა დაშვებულია.


Print