ახალი ამბები
აღდგომასთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი რეისი დაინიშნა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი - მესტიისა და მესტია - ნატახტარის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დაინიშნა.
უწყების ცნობით, ფრენების განრიგში შეტანილი ცვლილება ერთჯერადია. დამატებითი ავიარეისი ნატახტარი - მესტიის მიმართულებით განხორციელდება შაბათს 10:00 საათზე, ხოლო მესტია - ნატახტარის - 12:00-ზე.
Print