პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ შტაბი: კორცხელში უხერხული კითხვები გეგა შენგელიას მოგზავნილებმა დაუსვეს (ვიდეო)
სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე გიორგი კაპანაძემ დღეს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას კორცხელში ადგილობრივებთან შეხვედრის რამდენიმე წუთია მოცემული. ვიდეოში ჩანს, რომ ორი მოქალაქე მერობის კანდიდატს ეკამათება და მათივე თქმით, გაზრდილი კრიმინალის გამო ჩივის. მათ შენიშვნაზე კი შენგელია პასუხობს, რომ ქუჩაში მოქალაქეები მშვიდად დადიან და ეს სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარია.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ „უხერხული“ კითხვები შენგელიას წინასწარ „მოგზავნილმა“ პირებმა დაუსვეს. შტაბის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, ვინ „მიუგზავნა“კონკრეტული ადამიანები, თუმცა დასძენენ, რომ ყველაზე აქტიურად კითხვებს ენმ-ის ხელისუფლების დროს კორცხელის გამგებლის მოადგილის მამა ჯიმშერ თორდია სვამდა.

„იყო საუბარი და კითხვებს სვამდნენ წინასწარ მოგზავნილები, მათ შორის კი ყველაზე აქტიური იყო წინა ხელისუფლების დროს გამგებლის მოადგილის მამა ჯიმშერ თორდია. ისეთ კითხვებს სვამდა, რაც კანდიდატის და ზუგდიდის მერის კომპეტენციაში ნამდვილად არ შედის. დარეჯან ლაშხია კი დაინტერესდა ამბულატორიის პრობლემის მოგვარებით, რაზედაც გეგა შენგელიამ უპასუხა, რომ 2020 წელს სოფელს კეთილმოწყობილი ამბულატორია ექნება. ჩვენ მსგავს მცდელობებს ვხვდებით მშვიდად და კანდიდატთან მოსახლეობა საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებზე საუბრობს“, - გვითხრეს შტაბში.

ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ საარჩევნო კამპანია 7 აპრილს დაიწყო, ის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.