ახალი ამბები
სოხუმიდან ნარჩენებს გალის რაიონის სოფელ მზიურში გადაიტანენ
სოხუმიდან ნარჩენებს გალის რაიონში გაიტანენ. "ქალაქის ნაგავსაყრელის გარშემო შექმნილი სიტუაციის მოგვარება გალის რაიონის ადმინისტრაციასთან შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი“, - ამის შესახებ „აფსნიპრესს“ სოხუმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადგურ ხარაზიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ დღეებში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ამ საკითხის გადასაწყვეტად.

„ეს გალის რაიონსაც აწყობს, რადგან ჩვენ მათი ნარჩენების უტილიზაციასაც მოვახდენთ. ჯერჯერობით, სახსრები ჩვენი ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა მთავრობა დახმარებას გვპირდება, რადგან ჩვენი ხარჯები ორჯერ გაიზრდება“, - თქვა მან.

ხარაზიას განმარტებით, გალის რაიონის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი სოფელ მზიურში მდებარეობს და 2008 წლიდან მოქმედებს.  მისივე ინფორმაციით, საჭირო ტექნიკის არარსებობის გამო, ნაგავს პოლიგონზე, ზედაპირზე აწყობდნენ, რაც, ხშირად, მის აალებას იწვევდა. ახლად ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სოხუმის ადმინისტრაციამ, სპეციალურ ტექნიკა ქალაქიდან აღნიშნულ პოლიგონზე გადაიტანა, რომლის მოწესრიგებაც დაიწყო.

ამავე თემაზე: სოხუმიდან ნარჩენებს დროებით გალში გაიტანენ
Print