ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: დღეს ვინც არ იცის, რომ „ოცნება“ კომაშია, ლენინის სიკვდილიც არ იცის
„ოცნების ყველა მხარდამჭერს მივმართავ - ვინც არ იცის, რომ ოცნება კომაშია, მან დაახლოებით ლენინის სიკვდილიც არ იცის“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგო ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია.

„გაყალბების კამპანიის ესკალირება ხდება ყოველ დღე. ოცნების დიაგნოზი არის კომაში ავადმყოფის მდგომარეობა. ეს არის სულისმღაფავი ხელისუფლება. 2020-ში მათთვის ყველაფერი მთავრდება და ახლა ზუგდიდიდან უნდათ მდგომარეობიდან გამოსვლა. ახლა კარტოფილი არ იქნება და თამასა აწეულია. იქნება 200 ლარის დარიგებები. გაყალბება ხდება არჩევნებამდე. მე მაქვს ინფორმაცია მხარდამჭერისგან, რომ ჩემი კანდიდატურის დასარეგისტრირებელ მოთხოვნაზე ხელს ვერ მომიწერდა იმის გამო, რომ მას 100 ლარი გადაუხადეს დამკვირვებლობაში“, - თქვა ჯგუშიამ.

ზუგდიდის მერობის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
Print