რეგიონი
საინვესტიციო ჯგუფს ზუგდიდში 15 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება სურს
ზუგდიდში, კულტურის სახლის მიმდებარედ ე.წ. "კოკა-კოლის" ყოფილი შენობის ტერიტორიაზე საინვესტიციო ჯგუფს მრავალბინიანი კორპუსის აშენება სურს, რომლის პირველ სართულზე სავაჭრო ცენტრი იქნება განთავსებული. შესაბამისი პროექტი არქიტექტორმა ლევან სოლოღაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული შენობა ქალაქს დისკომფორტს არ შეუქმნის.  

„პირველ სართულზე იქნება მოლი. შენობა აშენდება სიღრმეში ისე, რომ სივრცულ არეალს არ შევეხოთ ზედმეტად. მესმის, რომ ეს თემა სენსიტიურია ნებისმიერი დაბალი განაშენიანების ქალაქისთვის, თუმცა, არც ისე მაღალი კორპუსი არ არის, რომ ამაზე ვიკამათოთ. რა თქმა უნდა, შევეცდებით გავითვალისწინოთ ის შენიშვნები, რაც აქ ითქვა, ისე რომ, პროექტიც განხორციელდეს. პროექტში გათვალისწინებულია საპარკინგე ტერიტორია, რომელიც შენობას აკმაყოფილებს, ასევე გვაქვს დამატების პერსპექტივაც. ეს შეხვედრა მოვაწყეთ იმიტომ, რომ ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობ გარკვეულ პასუხისმგებლობას. 10 წელია აქ ვცხოვრობ და ვიცი, რომ მსგავსი პროექტები სენსიტიურია. არ მინდა, რომ ამ პროექტის შესახებ მთავრობის ბეჭედდარტყმული დოკუმენტიდან გაიგონ“, - თქვა სოლოღაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა პროექტი მოიწონა, თუმცა აღნიშნეს, რომ 15 სართულიანი კორპუსის სიმაღლე ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება. პროექტ ZRDA -ს სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორის ია ესებუას თქმით, ზუგდიდი არის პატარა ქალაქი და თავისი ავთენტურობა არ უნდა დაკარგოს.

„ჩემი აზრით, 15 სართულიანი მაღალია იმ სივრცისთვის, სადაც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. ეს ადგილი ქალაქის ცენტრად ითვლება და იქ ამხელა შენობის აშენება კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება, რადგან იქ არ არის მაღალსართულიანი შენობები“, - აღნიშნა მან.

შეხვედრას ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ბაკა თოდუა ესწრებოდა. ის ვარაუდობს, რომ კოსტავას და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე არის მაღალი ინტენსივობის მოძრაობა და აღნიშნული კორპუსის აშენება, მანამ, სანამ იქ შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა არ მოეწყობა, კიდევ უფრო დაიტვირთება.

„წინასწარ იმის თქმა, რამდენად იქნება მოსახერხებელი იქ მცხოვრებლებისთვის, რთულია, მანამ, სანამ არ დაიდება შესაბამისი დასკვნა. რაც შეეხება სიმაღლეს, იმაზე მეტია მოთხოვნილი, რაც დაშვებულია, თუმცა ეს არის მეორეხარისხოვანი, ვიდრე თავად კომუნიკაციური პრობლემა. დადვანის ქუჩის ჩასასვლელში არის ხიდი გათვალისწინებული, რომელიც ჯერ არ არის განხორციელებული, ამდენად, წვდომა მეორე ნაპირთან რთულია“, - თქვა თოდუამ.

ამ მოსაზრებას არქიტექტორი არ დაეთანხმა. სოლოღაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა ამ პროექტის განხორციელებით არ იქმნება - ის უკვე არსებობს. მისი თქმით, დადვანის ქუჩაზე ხიდის აგების შედეგად, მოძრაობა განიტვირთება.

ლევან სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტს, მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ზუგდიდის მერიასაც წარუდგენს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.