რეგიონი
სვანეთიდან მომავალი ქალი ექიმებმა სასწრაფოში ამშობიარეს
ჯვარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს 29 წლის ქალი მანქანაში ამშობიარა. როგორც ექიმმა ირინა სამუშიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, მათ მშობიარობა პირველად მიიღეს.

„დაიბადა გოგონა, 3 კგ და 300 გრამი. ბარჯაში იყო გამოძახება და დაახლოებით, ერთი კმ-ის გავლის შემდეგ დაიწყო ფიზიოლოგიური მშობიარობა. კარგად გრძნობს თავს დედა-შვილი. ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი, აღმოჩნდა, რომ მეხუთე შვილია“, - გვითხრა ექიმმა.

დედა-შვილი სასწრაფომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

Print