ახალი ამბები
ანი წითლიძეს და გიორგი პატარაიას 2000-2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორივე 166-ე და 173-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი და საკრებულოს წევრი ანი წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსთან გიორგი პატარაიასთან ერთად 11 აპრილს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანმა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობა დაკავებიდან რამდენიმე საათში დატოვა. რაც შეეხება ენმ-ის აქტივისტს მანუჩარ ჩხეტიას, ის მეორე დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა 19 აპრილს გახდება ცნობილი, დაჯარიმდება თუ არა ბრალდებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტი ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები მათი უშუალო ხელმძღვანელების დავალებით მოქმედებდნენ.

ამავე თემაზე:

გიორგი პატარაია: ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დაკავებული ვიყავი

სასამართლო ენმ-ის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით ირაკლი ფაცაციას არ დაკითხავს

ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს

შსს: ენმ-ის წევრები ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დავაკავეთ

ენმ: ზუგდიდში ანა წითლიძე, გიორგი პატარაია და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს

Print