ახალი ამბები
ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილის ბაჩანა შენგელიას თქმით, საგამოძიებო უწყებას საქმესთან დაკავშირებით მთავარი პირები არ დაუკითხავს.  შენგელია ამბობს, რომ გამოძიება მცდარი მიმართულებით მიდის და მოქმედებების უმრავლესობა ფორმალურია.

„საქმე ეხება პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნას, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია და ამ საქმეზე არ არის გამოკითხული ფორმალურადაც კი, საქმის მთავარი ფიგურანტი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. სავარაუდო დანაშაული უშუალო შემსრულებლები, ელისო ჯაფარიძე და ნოდარ წამალაშვილი მოწმის სახით გამოკითხული არიან მხოლოდ გუშინ და გუშინწინ, 16 და 17 აპრილს (!). სამინისტროს შენობაში განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებაზე მიმართვა გაკეთებულია შემთხვევიდან ოთხი თვის (!) გასვლის შემდეგ და პასუხი სამინისტროდან რა თქმა უნდა არის, რომ ჩანაწერები წაშლილია. ამ ჩანაწერებით დადასტურდებოდა, რომ არავითარი ლავრენტი ქირია სამინისტროში არ მისულა 8 ნოემბერს და ეს ე.წ. საჩივარი სამინისტროშივე შეადგინეს. არ არის გამოკითხული კანცელარიის თანამშრომელი, რომელიც ე.წ. საჩივრის მიღების დროს იყო მორიგე და რომელსაც უნდა ჩაებარებინა საჩივარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. არ არის ამოღებული სავარაუდო დანაშაულში მონაწილე პირების მობილური ნომრების დეტალური ამონაწერი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დევნის ,,ოპერაცია'' წინასწარ იყო დაგეგმილი. არ არის გამოკითხულიც კი გამოძიების არც ერთ ეტაპზე ქ. ზუგდიდის რესურცენტრის ხელმძღვანელი, რომლის მიმართაც ქ. ზუგდიდის მე-7 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი და არაერთი მოწმე პირდაპირ ჩვენებებს იძლევა. არ არის გამოკითხული არც თვითონ მე-7 სკოლის ყოფილი ხელმძღვანელი“, - წერს შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ია კერზაიას შვილი ამბობს, რომ საქმეში არსებობს სისტემური დანაშაულის ნიშნები. მისივე თქმით, საქმე გასცდა განათლების სამინისტროს ფარგლებს და მასში უკვე ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზა, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები. შენგელია პასუხისმგებლობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც აკისრებს.

„დღეის შემდეგ არ მაქვს არანაირი იმედი და მოლოდინი, რომ საქართველოში, ამ ხელისუფლების პირობებში ია კერზაიას საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურებს და აუცილებლად დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს უკვე საერთაშორისო დონეზე.მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს სრულად, დაინტერესდნენ საქმის დეტალებით. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოების წევრებს. არ დავუშვათ კიდევ ერთი სისტემური დანაშაულის ჩადენა ჩვენს ქვეყანაში, დროულად მივაქციოთ სათანადო ყურადღება ამ საქმეს. მე კი, რა თქმა უნდა ვაგრძელებ ბრძოლას ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მიცემამდე, იას სიმართლის დამტკიცებამდე და საბოლოო გამარჯვებამდე“, - წერს შენგელია.

ის დღეს პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც საქმის მასალებს გაეცნო.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
18 / აპრილი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 27 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.