ახალი ამბები
„ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ“ - ტონი მემელის ბენდის კონცერტი ზუგდიდში (ფოტო)
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის "ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ" ფარგლებში მუსიკოსმა და კომპოზიტორმა ტონი მემელმა ზუგდიდში კონცერტი გამართა. ბენდთან ერთად მან როგორც საკუთარი, ისე სიმღერების ქავერ ვერსიებიც შეასრულა.

ტონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორია. აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით. დაბადებიდან აქვს მხოლოდ მარცხენა ზედა კიდური, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, დიდი ძალისხმევის, შრომის და მონდომების წყალობით აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა.

ახლა ტონი საკუთარ გამოცდილებას უკვე სხვებს უზიარებს, ასწავლის აუდიტორიას წინააღმდეგობების გადალახვას, რაშიც მუსიკა ეხმარება. ასევე დადის სკოლებში, ატარებს მასტერკლასებსა და საგუნდო სიმღერის თერაპიას.

ბენდი უკვე ესტუმრა ბრაზილიას, პარაგვაის, ურუგვაის, მაილაზიასა და ინდონეზიას. საქართველოში ჩამოსვლამდე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში და დაგეგმილი აქვთ კონცერტები იორდანიაში.

კონცერტის გამართვამდე რადენიმე საათით ადრე ტონი და მისი ბენდი რადიო "ათინათს" ესტუმრნენ და რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.