ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაცია რუხში საფეხბურთო აკადემიის აშენებას გეგმავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფეხბურთის ფედერაციას სოფელ რუხში 65 000 კვ.მ -ზე მეტ მიწას გადასცემს. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საუბარია აღნაგობის ფორმით მიწის 49 წლიან გადაცემაზე. 

საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით ეს იქნება აკადემია, სადაც არამარტო ზუგდიდელი, არამედ მთელი სამეგრელოდან ჩამოსული მოზარდები ისწავლიან. 

"ფეხბურთის ფედერაცია აპირებს დიდი ინსვესტიციის ჩადებას და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიის მშენებლობას. პატარა სპორტსმენები აქ მთელი სამეგრელოდან ჩამოვლენ", - აღნიშნა ლაგვილავამ. 

საკრებულოს წევრების მოთხოვნით, ხელშეკრულების დადებამდე პირობებს შესაბამისი სამსახური დეპუტატებს გააცნობს.
Print