ახალი ამბები
ყულიშკარის მაჟორიტარი: ამდენს ვაკეთებთ და ხალხი უმადურია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატისა და ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობისთვის ბევრს აკეთებს და ხალხი მაინც უმადურია. ამის შესახებ მან საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის ანგარიშის შესრულების მოსმენისას თქვა.

აღნიშნულ რეპლიკაზე ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ თხოვა განემარტა, რა იგულისხმა ამ სიტყვებში, რაზეც პროკოპენკომ უპასუხა, რომ ის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობდა. შელიამ უმრავლესობის დეპუტატებს უთხრა, რომ ამომრჩეველი ხედავს, რას აკეთებს მთავრობა და პროკოპენკოს რეპლიკას "ცუდი მესიჯი"უწოდა.


Print