ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მომავალში ზუგდიდს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებას ზუგდიდის „ქართული ოცნების“ საარჩევნო  შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა უპასუხა. ჩიქოვანის თქმით, იქნება მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალურად დაიძაბოს საარჩევნო გარემო.

„ზაალ უდუმაშვილის  და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა სტუმრებს აქვთ ძალიან ზედაპირული წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება ზუგდიდში. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის იყვნენ მიჩვეული, რომ აქ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობენ პატივისცემით და სიყვარულით. რა თქმა უნდა პატივს სცემენ კანონს და ეს ასეც გაგრძელდება. იქნება ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება იყოს შეყვანილი შეცდომაში და მაქსიმალურად დაიძაბოს მათი მხრიდან საარჩევნო გარემო. ჩვენ ამისთვის მოწადინებულები არა ვართ. ჩვენი მიზანია ზუგდიდელებს ის შესაძლებლობები შევთავაზოთ, რომელიც დღეს მათ აქვთ. ქალაქმა გამოიღვიძა და აქ ახალი შესაძლებლობები იქმნება. მომავალში ქალაქს უნდა ავარიდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა, რომელიც ასევე რამდენიმე წლით კვლავ დახევს ზუგდიდს უკან“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ისაუბრა გრიგოლიშში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. რაც შეეხება უდუმაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ზუგდიდს წინასაარჩევნოდ შს მინისტრი გიორგი გახარია აკონტროლებს, ამბობს, რომ აქაურობის ვინმეს მხრიდან მმართველობა არ ხდება და ყველა ადმიანს ვინც მოწადინებულია ამ ქალაქის განვითარებაში, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს.

ამავე თემაზე:
ზაალ უდუმაშვილი: შს მინისტრი დაკავებულია ზუგდიდში პოლიტიკური ოპონენტების დევნით (ვიდეო)
Print