პოლიტიკა
გიორგი შენგელია მერობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირდა (ვიდეო)
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი საარჩევნო ადმინისტრაციაში ოფიციალურად დარეგისტრირდა. გიორგი შენგელია 67-ე საოლქო კომისიაში მისივე საარჩევნო შტაბის უფროსთან ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მივიდა.

„მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში ზუგდიდელები მიიღებენ უფრო კეთილმოწყობილ, ინსფრასტრუქტურულად უფრო გამართულ მუნიციპალიტეტს, მრავალფეროვანი სოციალური პროგრამებით, სადაც გადამწყვეტი ძალა იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ განვითარებას“, - აღნიშნა შენგელიამ.

ამ დროისთვის ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მერობის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული.

Print