ახალი ამბები
სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში ადამიანი გაიტაცეს

სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში 1979 წელს დაბადებული ომარ მირცხულავა გაიტაცა.

თავდამსხმელებმა ის მაშინ გააჩერეს, როდესაც მირცხულავა მერსედეს - ბენც სპრინტერის მოდელის ავტომობილს მართავდა და ეშერის ქუჩაზე მგზავრებთან ერთად გადაადგილდებოდა. ამავე ცნობით, მძღოლი ძალის გამოყენებით და იარაღის მუქარით წაიყვანეს. მოგვიანებით, აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცავებმა გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას იპოვეს, წერს „აფსნი ლაიფი“.

გამოცემის ინფორმაციით, ომარ მირცხულავა სოხუმის ერთ-ერთი ცნობილი სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნათესავია და გამტაცებლები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა 17 აპრილს, 22 საათის შემდეგ მოხდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

 

Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2019
ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან სამარშუტო ტაქსებითა ავტობუსებით მგზავრობის ფასმა 5 ლარით მოიმატა.
22 / აგვისტო 2019
საინვესტიციო პროექტის „საერთაშორისო აეროპორტი სოხუმი“ ხელმძღვანელმა ეგორ სოლომატინმა სოხუმში გამართულ შეხვედრაზე
22 / აგვისტო 2019
{{ARTICLEIMAGE}}ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში „გარყვნილების პროპაგანდის“ წინააღმდეგ ხელმოწერებს დილიდან აგროვებენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზაზა გაბედავამ ჟურნალისტებს უთხრა,
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}ანაკლიასა და განმუხურში მუსიკალურ ფესტივალ ECHOWAVES 2019-ის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. აგვისტოს ხუთ დღიან ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო 170 სამხედრო პირი, შს სამინისტროს 19 თანამშრომელი და 244 სამოქალაქო პირი.
ივლისში საქართველოს 1,099,474 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამების და ივლისის მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 27 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 21 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.