ახალი ამბები
სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში ადამიანი გაიტაცეს

სოხუმის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირმა სოხუმის რაიონის სოფელ გუმისთაში 1979 წელს დაბადებული ომარ მირცხულავა გაიტაცა.

თავდამსხმელებმა ის მაშინ გააჩერეს, როდესაც მირცხულავა მერსედეს - ბენც სპრინტერის მოდელის ავტომობილს მართავდა და ეშერის ქუჩაზე მგზავრებთან ერთად გადაადგილდებოდა. ამავე ცნობით, მძღოლი ძალის გამოყენებით და იარაღის მუქარით წაიყვანეს. მოგვიანებით, აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცავებმა გარეუბანში, უკაცრიელ ადგილას იპოვეს, წერს „აფსნი ლაიფი“.

გამოცემის ინფორმაციით, ომარ მირცხულავა სოხუმის ერთ-ერთი ცნობილი სასურსათო მაღაზიის მეპატრონის ნათესავია და გამტაცებლები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, გამოსასყიდს ითხოვენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევა 17 აპრილს, 22 საათის შემდეგ მოხდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

 

Print