ახალი ამბები
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდში პოლიციამ 1969 წელს დაბადებული გ.ტ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 7 აბი ამოიღეს. 

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით.
Print