მოსწავლეების აქცია კოლხური ბზის გადასარჩენად ზუგდიდში (ვიდეო)
17:41 / 21.04.2019
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით აქცია გამართეს. ისინი მსურველებს
ადგილზე უხსნიდნენ ბზის დაკალმებისა და მოვლის წესებს.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ კესო ფირცხელავამ აღნიშნა, აქციის მიზანია მოქალაქეებმა გადაშენების პირას მყოფ მცენარეს მოუარონ.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ კოლხური ბზა გადაშენებისგან დავიცვათ,შესაბამისად ვაკეთებთ აქციას და ხალხს ვასწავლით თუ როგორ უნდა გააკეთონ კალამი და შემდეგ დააფესვიანონ ის ბზა, რომელიც იყიდეს ტოტის სახით“, - თქვა მან.
მოსწავლეები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მოჭრან ბზა და ის მათ მიერ ნასწავლი მეთოდებით გააშენონ.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო ქიმიოტერაპია, ჰორმონოთერაპია და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები სრულად დაფინანსდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები