ახალი ამბები
მოსწავლეების აქცია კოლხური ბზის გადასარჩენად ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით აქცია გამართეს. ისინი მსურველებს ადგილზე უხსნიდნენ ბზის დაკალმებისა და მოვლის წესებს.

როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ კესო ფირცხელავამ აღნიშნა, აქციის მიზანია მოქალაქეებმა გადაშენების პირას მყოფ მცენარეს მოუარონ.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ კოლხური ბზა გადაშენებისგან დავიცვათ,შესაბამისად ვაკეთებთ აქციას და  ხალხს ვასწავლით  თუ როგორ უნდა გააკეთონ კალამი და შემდეგ დააფესვიანონ ის ბზა, რომელიც იყიდეს ტოტის სახით“, - თქვა მან.

მოსწავლეები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ არ მოჭრან ბზა და ის მათ მიერ ნასწავლი მეთოდებით გააშენონ.


Print