ახალი ამბები
მარკელიას ოჯახის წევრები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, 22 წლის ახალგაზრდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან იმყოფებიან.

"ვითხოვთ რეალურ სასჯელს. ხუთ წელს კაცის მკვლელს არ უსჯიან. არ ვამბობთ, რომ არ არის დამნაშავე, მაგრამ ეს განაჩენი არის არარეალური", - ამბობენ ოჯახის ახლობლები.

მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა. მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 126 მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მარკელია დღეს სამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე: 

მირიან მარკელიას ოჯახი სასამართლოს განაჩენს აპროტესტებს

ბრალდებულის, რომლის მამამ თვითდაზიანება მიიყენა, სასამართლო პროცესი გადაიდო

ზუგდიდის პროკურატურასთან აქციაზე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა (ვიდეო)
Print