ახალი ამბები
ერთი კაცის აქცია ზუგდიდში (ფოტო)
ზაზა ბერიკაშვილი, რომელიც თბილისიდან ჩამოვიდა ამბობს, რომ პანკისელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს და არ სურს, რომ ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვოს. ის ქალაქში ბანერით გადაადგილდება, რომელსაც შემდეგი წარწერები აქვს: "სოლიდარობა პანკისელებს", "ძირს ფაროსანა ბიძინას კლანი".

„თბილისიდან  ჩამოვედი ველოსიპედით. აქ წყდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ჩამოვედი იმიტომ, რომ არ გაიმარჯვოს ფაროსანამ. არ გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტმა“, -  ამბობს ის.

ბერიკაშვილი ამბობს, რომ ის შეძლებისდაგვარად ზუგდიდის გარდა სხვა ქალაქებშიც ჩავა.




Print