ახალი ამბები
ზუგდიდში პროკურატურასთან მიმდინარე აქცია დასრულდა
მირიანე მარკელიას მხარდასაჭერი აქცია, რომელიც ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან მიმდინარეობდა, დაიშალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მსჯავრდებულის ახლობლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ოჯახის წევრები პროკურორს შეხვდნენ. პროკურატურის შენობიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 22 წლის ახალგაზრდას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მათივე თქმით, პროკურატურაში გამართული შეხვედრით კმაყოფილები არიან.

მირიან მარკელიას საქმეზე გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობდა. მათ შორის 117 მუხლის მე-3 ნაწილის ე ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 126 მუხლის 1 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მარკელია დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამავე თემაზე:

მარკელიას ოჯახის წევრები პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ
Print