ახალი ამბები
ორი კვირის განმავლობაში შვებულებაში ზუგდიდის მერიის 160-ზე მეტი თანამშრომელი გავიდა
ორი კვირის განმავლობაში ზუგდიდის მერიასა და მის ააიპ-ებში მომუშავე 166-მა ადამიანმა შვებულებით უკვე ისარგებლა, ნაწილი კი ამ დრომდე სარგებლობს. ამის შესახებ რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის მერიაში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით შვებულებით ისარგებლა ჯამში 78-მა თანამშრომელმა, სხვადასხვა დროითა და ვადით (32-მა - 1 დღით; 13-მა - 2 დღით; 3-მა - 8 დღით; 11-მა - 3 დღით; 11-მა - 4 დღით; 4-მა - 6 დღით; 3-მა 5 დღით; 1-მა 9 დღით).

19 აპრილის მონაცემებით კი შვებულებაში იმყოფება 22 მოხელე, 8 მათგანი 25 აპრილამდე სარგებლობს კუთვნილი შვებულებით.

რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ანაზღაურებადი შვებულებით 8 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, 16-17 მაისს კი ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობს. 3 აპრილიდან - 12 აპრილის ჩათვლით კი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გვილიამ.

1-დან 16 აპრილის ჩათვლით შვებულებებით ისარგებლა ან ამ პერიოდში დაწერა განცხადება ააიპ „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ 14-მა, „ზუგდიდაგროსერვისის“ 1-მა, „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ 2-მა, „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ 2-მა (მათ შორის, ერთ-ერთმა 1 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით), „მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის“ - 9, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ 12-მა (თითოეული მათგანი 24 სამუშაო დღით), „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ 2-მა, „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა“ 12-მა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 3-მა, „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ 7-მა თანამშრომელმა.

ამ უკანასკნელ ააიპ-ში მუშაობს თემო კიკალიშვილიც, რომელმაც, როგორც გვითხრა, კუთვნილი შვებულების უმეტესი ნაწილი მერის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩასართავად გამოიყენა. ის ამ დროისთვის შტაბში მუშაობს და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველ ფოტოებს იღებს.

„10 დღე დავიტოვე და დანარჩენ დღეებს, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილით ვიყენებ, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მივიღო მონაწილეობა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ კიკალიშვილმა.

შვებულებაში არ არის, თუმცა წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული ზედაეწერში მერის წარმომადგენელი ირაკლი თორდია. მისი თქმით, ის აგიტაციას მხოლოდ არასამუშაო დროს ეწევა.


„6 საათის შემდეგ, სადაც მინდა იქ შემიძლია გავიარ-გამოვიარო, ხომ ასეა? სამუშაო დროს ოთახში ვზივარ, დანარჩენ დროს კი ჩართული ვარ კამპანიაში და მოვუწოდებ ყველას შენგელიას დაუჭირონ მხარი“, - გვითხრა თორდიამ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ შვებულებები წინასაარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება, რადგან კუთვნილი შვებულებით სარგებლობის უფლება ყველას აქვს.

"ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ კუთვნილი შვებულებით სარგებლობას და ისე გამოყენებას, როგორც ეს თავად სურთ. ჩვენი მხირდან გეტყვით, რომ როგორც ხედავთ, არც მასიური ხასიათი აქვს ამ ყველაფერს და წინასაარჩევნო კამპანიას არანაირად არ უკავშირდება", - გვითხრეს პრესსამსახურში.

წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა 8 აპრილს დაიწყო. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.