ახალი ამბები
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან ხმაურია
რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახი და ახლობლები, დაახლოებით, 100-მდე ადამიანია შეკრებილი. ისინი ზუგდიდის რაიონულ პროკურორთან ლევან სალიასთან შეხვედრას მოითხოვენ. ოჯახი დგებუაძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას აპროტესტებს და ამბობს, რომ ის უკანონოდაა დაკავებული.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით "თავისუფლება ბესიკ დგებუაძეს", "პოლიცია იცავს კრიმინალს". ისინი მოგვიანებით სამხარეო პოლიციისკენ დაიძრნენ, თუმცა საბოლოოდ ისევ პროკურატურასთან დაბრუნდნენ.

ბესიკ დგებუაძე გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, ის ძმასთან ერთად დააკავეს. ორივე მათგანს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თუმცა, პროკურატურამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, ბესიკ დგებუაძეს ქუთაისის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დგებუაძეს ბრალი 120-ე და 370-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

დაკავებული აქციის მონაწილე გაათავისუფლეს
Print