არჩევნები
გიორგი შენგელია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება“ ®️
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ძირითად გამოწვევებს შეეხო. მისი თქმით ძირითადი პრობლემა, რაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აწუხებს, ეს საგზაო ინფრასტრუქტურაა.  მისი განცხადებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა.

,,წყლისა და წყალარინების პროექტების განსახორციელებლად 220 მილიონი ლარი იხარჯება და ეს უნიკალური პროექტია.  მე ვდებ პირობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში გზის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და საგზაო ინფრასტრუქტურა აღდგება.მიმდინარე წელს ჩვენს მუნიციპალიტეტში 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება და ჩემი მერობის პერიოდში ეს ტემპი გაგრძელდება და მთავარი ვექტორი ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. 10 ქუჩა კეთდება კაპიტალურად, ხოლო 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს," - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა ზუგდიდში 40 მილიონი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება.  შენდება ახალი სასწრაფოს და სახანძრო-სამაშველოს შენობები ზუგდიდისა და ანაკლიაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.