რეგიონი
შსს: ზუგდიდში დამყაჩაღებლებმა მარკეტიდან 150 ლარი წაიღეს
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სანდეი" წუხელ გვიანთ ღამით დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წაღებულია 150 ლარი.

უწყებაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამავე ცნობით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

თავად მარკეტის თანამშრომლები აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
Print