ახალი ამბები
სოხუმი: საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპარლამენტის დეპუტატები დააკვირდებიან
ევროპარლამენტის დეპუტატებს „აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე“ დამკვირვებლებად მიიწვევენ. ამის შესახებ დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, წერს "სპუტნიკი“.

ტუჟბამ აღნიშნა, რომ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ევროპარლამენტის დეპუტატებიც დაესწრებიან. მისივე თქმით, შესაბამისი პირობა მათ 2019 წლის მარტში, აფხაზი დეპუტატების ბრიუსელში ვიზიტისას მიიღეს. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება. „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა უფლებამოსილების შესრულებას 2014 წლის სექტემბერში შეუდგა.


Print