რეგიონი
მეუფემ გარდამოხსნის წესი მშენებარე ტაძარში შეასრულა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ გარდამოხსნის წესი ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში აღასრულა.

დიდ პარასკევს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. ტაძრის შუაგულში უფლის გარდამოხსნა სამი დღის განმავლობაში დარჩება.

დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა და ტაძრებში წირვა არ აღესრულება. რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.



ფოტო: Orthodox photos
Print