რეგიონი
ზუგდიდში „სანდეის“ დაყაჩაღების ბრალდებით ერთი ადამიანი თბილისში დააკავეს
სამართალდამცავებმა ზუგდიდში, მარკეტ „სანდეის“ დაყაჩაღების ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, ბრალდებულმა ცივი იარაღის მუქარით ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი დააყაჩაღა, 150-ლარამდე ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თბილისში აიყვანეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


Print