რეგიონი
საქსტატი: სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა
სამეგრელო-ზემო სვანეთში 2018 წელს ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი შემცირდა და 316 200 ადამიანი შეადგინა, რაც წინა, 2017 წელთან 4 600-ით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით ნაკლებია, მხოლოდ მესტიაში 2019 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, იმავე რაოდენობის, 9 500 ადამიანი ცხოვრობს.

ოფიციალურ მონაცემებში ზუგდიდის მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის.

საქსტატის 2018 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლის თანახმად, გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 6,100-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისთვის 3,723,500 შეადგინა.


ფოტო: ვალერა ჟვანია


Print