ახალი ამბები
გეგა შენგელია: ია კერზაის საქმე იქნება გამოძიებული და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას განცხადებით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა და აღნიშნული საქმე იქნება გამოძიებული. ამის შესახებ მან სოფელ დარჩელში კერზაიას შვილის ბაჩანა შენგელიასა და "ქართული ოცნების" აქტივისტების დაპირისპირების შემდეგ ისაუბრა.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მე შეხვედრაზეც დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, გავეცი პასუხი ბატონ ბაჩანას და აღვნიშნე, თუ რა არის ჩემი როლი ამ საკითხში. მე, როგორც ქალაქის მერობის კანდიდატი, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვამბობ და გიდასტურებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არის გარკვეული შეკითხვები, შეიძლება, საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უჩნდებოდათ შეკითხვები, მაგრამ მე ერთ რაღაცაში ვარ დარწმუნებული და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული და ყველა ამ შეკითხვას გაეცემა პასუხი. ბატონი ბაჩანა გვერდით მედგა და მე შეგნებულად არ ვახსენე ქალბატონი იას სახელი, რადგან ვიცოდი, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა და მზად ვიყავი პასუხებისთვის. მოსახლეობა აქ იყო და ხედავდა, რომ ბატონი ბაჩანა ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, სადაც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, შეხვედრაზე ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს ბაჩანა შენგელიას შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი დაუპირისპირდნენ. როგორც ბაჩანა შენგელიამ განუცხადა, მას დედის, ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვების გამო მმართველი პარტიის აქტივისტები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ამავე თემაზე:
დარჩელში ია კერზაიას შვილი და "ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Print