ახალი ამბები
აფხაზური ოპოზიცია „პრეზიდენტობის კანდიდატად“ ასლან ბჟანიას წარადგენს
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატად ოპოზიციური ბლოკი ასლან ბჟანიას წარადგენს. შესაბამისი განცხადება მათ დღეს გააკეთეს. ინტერნეტ გამოცემა „აიაირას“ ცნობით, 18 აპრილს, აფხაზი დპუტატი ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. თუმცა, როგორც ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენელი თეიმურაზ ხაჟბა აღნიშნავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის გაუმჯობესებულია. შესაბამისად, ის განაგრძობს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ხაჟბამ ასევე აღნიშნა, რომ საავადმყოფოში, სადაც ბჟანია მკურნალობს, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ასლან ბჟანია, 2017 წლიდან სახალხო კრების დეპუტატია, ხოლო 2010 - 2014 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

მანამდე, 2019 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის სურვილი ბიზნესმენმა ასტამურ ტარბამ და პარლამენტის დეპუტატმა ალმას ჯოპუამ გამოთქვეს.


Print