პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: წარუმატებელი კამპანიის გამო ენმ ყველანაირ მიზეზს იგონებს
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ არ აქვთ საერთო გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც წევრებმა და კოორდინატორებმა ხელფასების გაუცემლობის გამო ენმ დატოვეს. ჩიქოვანი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები მათი ბრძოლის ტაქტიკა არ არის.

„უკვე სამ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე და წარუმატებელი საარჩევნო გუნდიდან და კამპანიიდან გამომდინარე, ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოიგონოს ყველა სახის მიზეზი. რაც შეეხება შტაბებს, გვაქვს ერთი ცენტრალური შტაბი და რამდენიმე, სადაც შესაბამისად მუშაობენ. მოსყიდვები არ არის ჩვენი ხელწერა და ეს არის 2012 წლის შემდეგ მთავარი მონაპოვარი. ადამიანები, რომლებიც არიან ჩვენს შტაბში, არ არიან ძალოვნების წარმომადგენლები. ჩვენი ბრძოლის მეთოდია ის, რომ ზუგდიდისთვის ადკევატური კამპანია გვაქვს და გყავს კანდიდატი, რომელიც თავად მართავს ზუგდიდს და და ზუგდიდელებისთვის აპირებს მოღვაწეობას“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მათ კანდიდატს ე.წ. ფეიქ-ნიუსებით ებრძვის. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზოდელავას თქმით, მცდარია ინფორმაცია წევრებისა და კოორდინატორების მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ.



Print