რეგიონი
ზუგდიდის თეატრი ნიდერლანდებში სპექტაკლებს მართავს
4 და 5 მაისს ნიდერლანდების სამეფოში პირველად ქართული თეატრის დღეები ტარდება. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები ღონისძიების ფარგლებში სპექტაკლებს მართავენ.


მათ გუშინ, 4 მაისს, უკვე ითამაშეს ადელ ჰაკიმის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დამსჯელი 14“, დღეს კი დასი ამსტერდამში ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლ "დაბრუნებას" წარადგენს.

ქართული თეატრის დღეები ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით იმართება.



Print