ახალი ამბები
სოხუმში ბესლან ჭკადუას დაჭრის ფაქტს იძიებენ
სოხუმის პროკურატურამ ბესლან ჭკადუას დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მას ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ადგილას მიაყენეს. შემთხვევა 4 მაისს, დღის საათებში მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საზოგადოებისთვის ბესლან ჭკადუას სახელი და გვარი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსულ პასპორტს წვავს.

ამ დღეებში ბესლან ჭაკდუამ გამოაქვეყნა პოსტი, ფოტოსურათთან ერთად, რომელზეც ჩანს, რომ ის სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დგას და ყელზე აფხაზური დროშა აქვს შემოხვეული.


ამავე თემაზე:აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ მოქალაქის მიერ რუსული პასპორტის დაწვას გამოეხმაურა

Print