ახალი ამბები
„ზუგდიდი არ იყიდება“ - გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა მსვლელობას მართავს
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ახალგაზრდული ფრთის წევრები ზუგდიდში ავტომობილებით მსვლელობას სახელწოდებით „ზუგდიდი არ იყიდება“ მართავენ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის ირაკლი პაჭკორიას თქმით, ამ ფორმით ისინი მმართველი პარტიის მხრიდან წინასაარჩევნოდ მოქალაქეების დაშინებას აპროტესტებენ.

"ეს არის მშვიდობიანი აქცია. ამით ვაპროტესტებთ მოქალაქეების დაშინებას", - ამბობს ორგანიზატორი.

პაჭკორიას ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეები ქალაქის ტერიტორიაზე იმოძრავებენ და ენგურის ხიდზე ფერად კვამლს გაუშვებენ. მსვლელობა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბიდან დაიწყო.

Print