ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის აქცია ენგურის ხიდის მიმდებარედ დასრულდა (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია-პერფორმანსი ენგურის ხიდის მიმდებარედ დაასრულეს და სიმბოლურად ფერადი კვამლი გაუშვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს იყო მშვიდობიანი მსვლელობა.

„ზუგდიდი და ზუგდიდელები არ შეეგუებიან ქალაქში გამეფებულ კორუფციას, უსამართლობას და კრიმინალს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი 19 მაისს დასრულდება.ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ზუგდიდი და სამეგრელო თამაშობდა მთავარ როლს და სწორედ აქედან დაიწყება ოლიგარქისგან გათავისუფლება“, - ამბობს აქციის ერთი-ერთი მონაწილე ლევან თორია.

ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ავტომობილებით მსვლელობა ქალაქის ტერიტორიაზეც მოაწყვეს.

ამავე თემაზე:

„ზუგდიდი არ იყიდება“ - გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთა მსვლელობას მართავს
Print